24.11.2024 | 21:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი ეროვნული ღირებულებების განადგურების საფრთხეებზე საუბრობს [ვიდეო]

"პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე ეროვნული ღირებულებების განადგურების საფრთხებზე საუბრობს. დავით თარხან-მოურავის განცხადებით, გარკვეულ ძალებს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში ეროვნული ფასეულობების გაქრობა სურთ. მისივე თქმით, ის ადამიანები ვინც ბინძურ კამპანიას ეწევიან ცდილობენ საქართველოში 4 არას დამკვიდრებას: არა სარწმუნოებას! არა სამშობლოს! არა ეროვნულ ცნობიერებას! არა სქესს!

 

ეროვნული ცნობიერების და ფასეულობების დაცვა ყოფილის მსგავსად მოქმედი ხელისუფლების ინტერსებშიც რომ არ შედის ამას არაერთი ფაქტი ცხადყოფს. სატელევიზო არქივი ინახავას პარლამენტის ყოფილი სპიკერის, დღეს უკვე "ქართული ოცნების" თავჯდომარის,  ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც პარლამენტის გადამდგარი თავჯდომარე ეროვნული ღირებულებების დაცვის აუცილებლობას სახელმწიფოს საფრთხედ მოიხსნიებს.

 

ეროვნული ცნობიერების დაცვის თაობაზე პარლამენტში კანონპროექტიც არსებობდა, თუმცა როგორც ჩანს მმართველი გუნდისთვის მსგავსი დოკუმენტი საინტერესო არ აღმოჩნდა და კოლეგის ინიციატივას  ეროვნული ცნობიერებების დაცვა კონსტიტუციით ყოფილიყო დამტკიცებული უარი უთხრა.

 

ტრადიციების უგულვებელყოფაზე დღეს ღიად საუბრობენ სასულიერო პირები . მამა საბას განმარტებით სარწმუნოების მსგავსად გარკვეული ჯგუფები ეროვნულ ღირებულებებსაც მიზანმიმართულად ებრძვიან. მოძღვარი ასევე ამბობს, რომ სწორედ ამ ფუნდამენტებზე დგას ქვეყანა.

 

ხელისუფლებებმა ეროვნულ ღირებულებებტან ბროლა სკოლიდანვე დაიწყეს. ბოლო რამდენიმე წელია მოსწავლეებს სკოლაში რელიგიური განათლების მიღების უფლება შეეზღუდათ. აფხაზეთის ყოფილი განათლების მინისტრის აზრით, აუცილებელია თეოლოგიური საკითხების სკოლაში სწავლება, თუმცა ამისთვის შესაბამისი ფორმებია მოსამზადებელი. სალომე კაპანაძის აზრით სკოლა ვალდებულია ჰუმანური თაობა გაზარდოს.

 

საჯარო სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების მომხრეა საზოგადოების ძირითადი ნაწილი. მშობლები მიიჩნევენ, რომ საგანი სკოლაში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს. ჩვენს მიერ გამოკითხული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია მათი შვილი რელიგიის პატივისცემას სკოლაშიც სწავლობდეს.

 

ეროვნულ ფასეულობებთან ბრძოლა დღეს არ დაწყებულა, ამაზე ათეულობით წელია, გარკვეული ანგაჟირებული ჯგუფები აქტიურად მუშაობენ, მათი მთავარი სამიზნე საქართველოში ენის, მამულის და სარწმუნოების შებილწვაა.

დღის გადაცემები