24.11.2024 | 21:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი - ვლადიმერ პუტინის სახელზე გამოქვეყნებული ღია წერილის მიზანი ვითარების განმუხტვაა [ვიდეო]

"პატრიოტთა ალიანსში" პარტიის მიერ ვლადიმერ პუტინის სახელზე გაკეთებული მიმართვის მიზანს კიდევ ერთხელ განმარტავენ. პარტიის თავმჯდომარის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის სახელზე გამოქვეყნებული ღია წერილის მიზანი ვითარების განმუხტვაა. დავით თარხან-მოურავმა აღნიშნა, რომ ნატოს ეგიდით საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნები რუსეთის გაღიზიანებას იწვევს, სტაბილურობის ერთადერთი გზა კი სამხედრო მიუმხრობლობაა. მისივე თქმით, ტერიტორიების დაბრუნებას ნატოს დახმარებით არ უნდა ველოდეთ, რადგან ალიანსის ექსპერტები ღიად აფიქსირებენ, რომ წევრობისთვის საქართველომ კონფლიქტურ რეგიონებზე უარი უნდა თქვას.

 

დავით თარხან-მოურავი, ახლო წარსულში "პატრიოტთა ალიანსის" და რუსი დეპუტატების დიალოგის შედეგზე საუბრობს. აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რიგ საკითხებში პროგრესი აშკარად შეინიშნებოდა.

 

არსებულ ვითარებაში ხელისუფლების უმოქმედობის შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა ირმა ინაშვილმაც. "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ამბობს, რომ "ქართულ ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ ძალაუფლების გადანაწილებით არიან დაკავებულნი, ამ დროს კი საქართველო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. პარტიის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ საფრთხეები რეალურია და ვითარების გამწვავების შემთხვევაში ხელისუფლების წევრები ქვეყანას პირველი დატოვებენ, როგორც ეს 2008 წელს მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ირმა ინაშვილის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო მიმართვას წინ უძღვოდა საფრთხისშემცველი განცხადებები ოფიციალური მოსკოვიდან. რუსეთში მიიჩნევენ, რომ ნატოს წვრთნები მათ საზღვრებს ეხება და ვითარების გამწვავებას ემსახურება, ამიტომ მზად არიან მიმართონ ყველა აუცილებელ, მათ შორის სამხედრო ზომებს.

დღის გადაცემები