"ქვეყანაში არ არის ახალგაზრდებისთვის საინტერესო სამუშაო. მსოფლიო ციფრულ ეკონომიკას აშენებს და ჩვენ რას ვაკეთებთ?"- განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა "ობიექტივის" ეთერში. როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, თანამედროვე ქვეყნის შესაქმნელად დიდი პოტენციალი გვაქვს.
"ქვეყანაში არ არის ახალგაზრდებისთვის საინტერესო სამუშაო. მსოფლიო ციფრულ ეკონომიკას აშენებს და ჩვენ რას ვაკეთებთ? ახალგაზრდა კაცს, პირველ რიგში, სჭირდება კარგად ანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მისთვის საინტერესო და ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. ციფრული ეკონომიკა საერთოდ არ შენდება ქვეყანაში და ამით ახალგაზრდობას როგორ დააინტერესებენ? ქვეყანაში ნარკოეკონომიკა ყვავის.
თანამედროვე ქვეყნის შესაქმნელად, შინაგანი ხასიათით, აზროვნების წესით, დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ ვიყოთ არანაკლებ გახარებული და ბედნიერი ქვეყანა, ვიდრე ბელგია ან ჰოლანდიაა. მაგრამ არ მივდივართ იმ გზით. ხელისუფლებები მიწებებული არიან სკამებს და სახელმწიფოს დანგრევის მეტს არაფერს აკეთებენ",- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.