''ერთადერთი მე და ირმა ინაშვილი ჩავედით და ვესაუბრეთ რუსებს და მთავარი აზრი, რაც ვთქვით ის იყო, რომ საქართველოში არ უნდა იყოს არც რუსეთის და არც არავის ჯარები. არავის ბაზები, მათ შორის რუსეთის. უნდა ვიყოთ ნეიტრალურები და არ უნდა გავეხვიოთ ომში'', - განაცხადა ''პატრიოტთა ალიანსის'' თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა გადაცემაში ''სტუდია #8''.
''ყველანაირი შეურაცხყოფა, ლანძღვა და გამოწვევა ხდება რუსეთის. ზელენსკი დაინტერესებულია ოღონდ სადმე მეორე, მესამე ფრონტი გაიხსნას. ასეთი მცდელობა იყო მოლდავეთში, რომელიც არ ჩაერთო და საერთოდ განერიდა ამ პროცესებს, ახლა მხლოდ საქართველო რჩება. აქ თუ მეორე ფრონტი გაიხსნება თურმე რუსეთი ამით დამარცხდება. სინამდვილეში ჩვენ დავმარცხდებით და დავიღუპებით. ჩვენ ვართ სამმილიონიანი ქვეყანა და რუსები 145 მილიონნი არიან . რუსეთი ყველაზე დიდი სახელმწიფოა დედამიწაზე. როგორ შეიძლება ვიღაც მაკკეინის ჯგუფმა ქვეყანა გადარიოს და საომარ მოქმედებამდე მიიყვანოს. რათქმაუნდა, ხელისუფლების ჯანსაღ ნაწილს ეს არ სურს. არც თავად ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს სურთ, მაგრამ ნამდვილად არის ხელისუფლებაში არაჯანსაღი ნაწილი, რომელიც ისე აზროვნებს, როგორც სააკაშვილები და ზელენსკები და არც ესმით, რომ ისინი საკუთარი ქმედებებით ქვეყანას ითრევენ ომში.
რუსეთთან უნდა იყოს მუდმივი, საჯარო დიალოგი. საქართველოში არსებული ყველა პარტია ცდილობს კულუარულად ილაპარაკოს რუსეთთან. ეს სწორია, რადგან საჭიროა ნაბიჯების გადადგმა სიმშვიდისკენ, მაგრამ საჭიროა საჯარო საუბარი, საჯარო მოქმედებები როგორც ამას აკეთებს მაკრონი ან შოლცი. ისენი ცდილობენ, რომ მაქსიმალურად არააგრესიულები იყვნენ რუსეთთან.
სამწუხაროდ, ჩვენ სრულიად სხვა რამეს ვაკეთებთ, საჯარო კონტაქტების გვეშინია, ერთადერთი მე და ირმა ინაშვილი ჩავედით და ვესაუბრეთ რუსებს და მთავარი აზრი, რაც ვთქვით ის იყო, რომ საქართველოში არ უნდა იყოს არც რუსეთის და არც არავის ჯარები. არავის ბაზები, მათ შორის რუსეთის. უნდა ვიყოთ ნეიტრალურები და არ უნდა გავეხვიოთ ომში’’, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა ‘’ობექტივის’’ ეთერში.