ხელისუფლებისთვის ძალიან სამაგალითოა, რაც ხდება უკრაინაში. უკრაინას, ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი რომ დაეწყო ერთი თვის წინ, ახლა იქ ომი არ იქნებოდა. უკრაინამ ეს შანსი დაკარგა. ახლა იწყებს ლაპარაკს ნეიტრალიტეტზე, როდესაც მის ქვეყანაში ომია და ქალაქები ალყაშია მოქცეული. მანამდე უნდა დაწყებულიყო ეს საუბარი- განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა გადაცემაში „სტუდია #8“.
როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო არ ჩავარდეს მსგავსს სიტუაციაში.
„იმ ტრაგიკულმა პროცესებმა, რაც უკრაინაში ხდება, ევროპის ნაწილის გამოფხიზლება გამოიწვია. ჯოზეფ ბორელი, რომელიც ევროკავშირის მინისტრია, ღიად ამბობს, რომ დასავლეთი და ევროპა იძლეოდა ისეთ დაპირებებს, რომელთა შესრულებაც შეუძლიებელი იყო. სწორედ, დასავლეთი ჰპირდებოდა საქართველოს და უკრაინას, მოლდოვას და ბევრს, სომხეთსაც კი, რომ გააწევრიანებდნენ ევროკავშირში და შეიყვანდნენ ამ ქვეყნებს ნატოში. აბობდნენ, რომ ნატო იყო დაცვის გარანტია. 25 წელი გვიმტკიცებდნენ და ფაქტიურად გვატყუებდნენ, რომ ნატო იყო უსაფრთხოების ყველაზე ეფექტური მექანიზმი. ნეიტრალიტეტზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი და თუ ვინმე საუბრობდა ამ თემაზე, მაგალითად ჩვენ, თავს გვესხმოდნენ და გვდევნიდნენ. ნატომ არა თუ არ დაიცვა საქართველო და არც უკრაინა, არამედ, ახლა ღიად აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო კონფლიქტი ეს არ არის ნატოს კონფლიქტი.
თურქმენეთმა როცა გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, გაეროში გაიტანა ეს საკითხი და გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალმა ქვეყნებმა: ჩინეთმა, საფრანგეთმა, რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკამ მას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს. უკრაინაც სწორედ ამაზე საუბრობს ეხლა. იგი თანხმდება ნეიტრალიტეტზე, მაგრამ სჭირდება გარანტიები, რომელიც უნდა მისცეს გაეროს უშიშროების საბჭომ. უნდა მოხდეს გაეროში ამ ქვეყნების შეკრება, უნდა მოხდეს ვალდებულებების აღება, მაგრამ ომი მიდის უკვე და გვიანია. მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო დაიშლება უკრაინა და მოხდება უფრო ცუდი პროცესები, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ომი არავის უხარია. ამიტომ ჩვენ საქართველოზე უნდა ვიზრუნოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო არ ჩავარდეს მსგავსს დღეში. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“,- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა „ობიექტივის“ ეთერში.