„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ჩატარდა ფართომასშტაბიანი გამოკითხვა, ფაქტიურად რეფერენდუმი. შევავსეთ 1 200 00 (მილიონ ორასი ათასი) ანკეტა, სადაც საქართველოს მოსახლეობის 70%-ი მხარს უჭერს ნეიტრალიტეტს. ჩავწერეთ 900 000 აუდიო ჩანაწერი, რომელსაც ვერ გააყალბებ, სადაც 69.4 % ამბობს, რომ უნდა ნეიტრალიტეტი. ეს #5 კოლონა, ნაციონალური მოძრაობის სახით, ამით არის შეშფოთებული და ყველაფერს კეთებს იმისთვის, რომ საქართველო რუსეთთან ომში იქნეს ჩათრეული“- აღნიშნა „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
“ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან მძიმე დროში, რადგან ხელისუფლებაც და „ნაციონალური მოძრაობაც“ ერთმანეთთან თანამშრომლობაში მყოფი ძალები არიან და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩენ დაგვავიწყდეს თუ როგორ გაყიდა (პირდაპირი გაგებით) 2008 წელს #5 კოლონამ -სააკაშვილის პარტიამ კოდორი და ახალგორი. კოდორში და ახალგორში ერთი ტყვია არ გასროლილა ხელისუფლების დავალებით ისე დატოვა ყველა სტრუქტურამ: პოლიციამ, ფინანსურმა სტრუქტურებმა, გამგებლებმა ეს ტერიტორიები და უბრალოდ გადასცეს რუსებს.
შემდეგ იგივე ხალხსი ჩაბრძანდა სტრასბურგში და ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელშიც წერია, რომ ომი დაიწყო საქართველომ. ეს ფაქტები 2008 წლის შემდეგ სულ იმალება. არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები, მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს და ეს ხალხი დღეს ვიღაცას ეძახის მოღალატეს. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ #5 კოლონა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო რუსეთთან ომში იქნეს ჩათრეული. ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას გამოფხიზლდეს და გააცნობიეროს ეს- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.