24.11.2024 | 21:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი - ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, რომ სანქციებს შევუერთდეთ [ვიდეო]

საქართველოს განა არ შეუერთდება რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებს, არამედ ვერ შეუერთდება, რადგან  არა აქვს არანაირი რესურსი და ბერკეტი, არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური, არც კულტურული , არც სამეცნიერო თვალსაზრისით, რომ სანქცია დააკისროს რუსეთს- განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა გადაცემაში „სტუდია #8“.

“საქართველოს განა არ შეუერთდება რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებს, არამედ ვერ შეუერთდება, რადგან  არა აქვს არანაირი რესურსი და ბერკეტი, არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური, არც კულტურული , არც სამეცნიერო თვალსაზრისით, რომ სანქცია დააკისროს რუსეთს. საქართველო არ ფლობს არცერთ სტრატეგიულ ობიექტს. ყველა ამ ობიექტის მფლობელი დღეს არის რუსეთი და ეს ობიექტები თავის დროზე რუსეთს მიჰყიდა მიხეილ სააკაშვილმა. არ გვაქვს ძალები. პირიქით, მილიონ ორასი ათასი ადამიანი ცხოვრობს რუსეთში და დაახლოებით სამი მილიარდი დოლარი, ქართველების გამოგზავნილი,  რუსეთიდან შემოდის ყოველწლიურად. ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, რომ სანქციებს შევუერთდეთ, პირიქით რუსეთს შეუძლია აქეთ დაგვადოს ყველანაირი სანქცია,“- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები