24.11.2024 | 21:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი - ჩვენი რუსეთში ვიზიტის მიზანია საუბრები მშვიდობასა და ნეიტრალიტეტზე

''საქართველოს პატრიოტთა ალიანსის'' თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა ''ობიექტივის'' ეთერში პარტიის ლიდერების რუსეთში ვიზიტის მიზანზე ისაუბრა. 

''პატრიოტთა ალიანსის'' რუსეთში ვიზიტის მიზანია საუბრები მშვიდობასა და ნეიტრალიტეტზე. ჩვენ საუბრის გარდა სხვა არანაირი ძალა არ შეგვწევს. გაოგნებული ვართ ქართული პროპაგანდის იმ ცილისწამების  და ტყუილის მოსმენით, რაც ჩვენს წინააღმდეგ ჟღერდება. საოცარია, მე ვარ დამნაშავე უკრაინაში რომ ომია?

უკრაინის ომი უზარმაზარი ტრაგედიაა, 11 მილიონი კაცია ლტოლვილი. უზარმაზარი მსხვერპლია, საშინელება ხდება და გული გვისკდება ამას რომ ვხედავთ. მე ვთვლი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი უპასუხისმგებლო ადამიანი აღმოჩნდა, რომელსაც სამშობლოს ცნება არ აქვს გაცნობიერებული.

საინტერესოა, რომ 19 თებერვალს მიუნხენში იყო კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტიც და ნატოს ქვეყნებიც. ამ შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პირდაპირ შესთავაზა ზელენსკის უკრაინას ნეიტრალიტეტი გამოეცხადებინა. ეს ნაბიჯი ჩამოაგდებდა მშვიდობას დასავლეთს და რუსეთს შორის. ზელენსკიმ ამ შეთავაზებაზე უარი თქვა, რასაც მოჰყვა უკრაინის ტრაგედია. ახლა ზელენსკი აცხადებს, რომ ალტერნატივა არ აქვს ნეიტრალიტეტს და მოლაპარაკებებს, რომ მისი იმედები ნატოსთან დაკავშირებით სრულიად გაქარწყლდა. ზელენსკი რუსეთთან ერთ მაგიდასთან  მოსალაპარაკებლად დაჯდა და  პუტინთან შეხვედრა სურს. ასეთი უბედურება დატრიალდა ქვეყანაში: ომი, მსხვერპლი, ლტოლვილები. ახლა გამოფხიზლდა ბატონი ზელენსკი და ახლა ამბობს, რომ ნეიტრალიტეტი და მოლაპარაკებები უალტერნატივოა. 

ზელენსკისაც, რასაც ჰკარნახობენ იმას აკეთებს. უკრაინა აღმოჩნდა ზესახელმწიფოებს შორის ბრძოლაში საჭადრაკო ფიგურა- პაიკი. უკრაინაში სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

 არავთარ შემთხვევაში, მსგავსი რამ არ უნდა მოხდეს საქართველოში. ჩვენ ომში არ უნდა ჩავერთოთ. ჩვენ არ გვჭირდება ლტოლვილები და მსხვერპლი. ამიტომ ჩვენ ახლავე უნდა ვიზრუნოთ, ნეიტრალიტეტზე და მშვიდობაზე. ჩვენი რუსეთში ვიზიტის მთავარი მიზანიც, სწორედ ამ საკითხებზე საუბარი გახლდათ'',- განაცხადა ''პატრიოტთა ალიანსის'' თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა ''ობიექტივის'' ეთერში.

დღის გადაცემები