დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი -"ჩვენი სტუდენტები და მოსწავლეები საზღვარგარეთ უნდა იღებდნენ განათლებას"
" საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა "ობიექტივის" ეთერში სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის საზღვარგარეთ განათლების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.
"აუცილებელია საზაფხულო არდადეგებზე უცხოეთის სკოლებში და უნივერსიტეტებში გავგზავნოთ მოსწავლეები და სტუდენტები. ეს სახელმწიფო პოლიტიკად უნდა იქცეს და სახლემწიფოთაშორისი მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს ამ იდეის განსახორციელებლად. ჩვენი სტუდენტები და მოსწავლეები საზღვარგარეთ უნდა იღებდნენ განათლებას და შემდეგ, თავის ქვეყანას ახმარდნენ ამ ცოდნას. დიდი მასშტაბი უნდა მიიღოს უცხოეთში სწავლაზე ორიენტირებული მოსწავლეების და სტუდენტების გამოვლენამ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რამაც შეიძლება არსებითად შეცვალოს ქვეყანაში ვითარება",- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
მსგავსი
დღის გადაცემები