24.11.2024 | 21:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი - ხელისუფლებამ საჯაროდ უნდა დაიწყოს რუსეთთან ნეიტრალიტეტზე საუბარი, რომ გადავრჩეთ!

''ხელისუფლებამ უნდა დაიკავოს მშვიდი, წყნარი პოზიცია, უნდა შეწყდეს რუსეთის გამოწვევა, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ ომში და არ გავებათ ზელენსკის ხაფანგში''- აღნიშნა ''პატრიოტთა ალიანსის'' თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა ''ობიექტივის'' ეთერში. 

როგორც პარტიის ლიდერი აღნიშნავს, ვინც კოდორი და ახალგორი რუსებს ჩააბარა, დღეს ეს ხალხი ყველას მოღალატედ რაცხავს.

''ხელისუფლებამ უნდა დაიკავოს მშვიდი, წყნარი პოზიცია, უნდა შეწყდეს რუსეთის გამოწვევა, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ ომში და არ გავებათ ზელენსკის ხაფანგში.  ზელენსკი ეს ის პრეზიდენტია, რომელიც 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს ჰალსტუხჭამია ჩასვრილს ეძახდა.

''ქართული ოცნებაც'' და სააკაშვილის პარტიებიც ყველას ეძახიან მოღალატეებს, რომ ავტორიტეტი და ფასი დაკარგოს ყველაფერმა. ვინ ჩააბარა კოდორი და ახალგორი რუსებს მე ჩავაბარე?!  ვინც მართლა გაყიდა ქვეყანა და ამათ წინააღმდეგ რეზოლუცია არ მიიღო ეს ხალხი დღეს ყველას მოღალატედ რაცხავს. ეს არის უზნეობა!   ზნეობრივია ''ქართულმა ოცნებამ'' კულისებს მიღმა კი არ ელაპარაკოს რუსეთს, არამედ საჯაროდ ელაპარაკოს  მშვიდობასა და ნეიტრალიტეტზე, რომ გადავურჩეთ ომს'', - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა ''ობიექტივის'' ეთერში.  

დღის გადაცემები