24.11.2024 | 21:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით მათიკაშვილი: "არახამია აკეთებს დანაშაულებრივ განცხადებას - როდესაც ბრალდებას უყენებენ ვინმეს ამ ბრალდების მტკიცებულებაც უნდა წარმოადგინონ"

"თუ არა მავნებლობა და მტრობა საქართველოსი, როგორ შეიძლება ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველმა იკადროს და შეერთებული შტატების მაღალი ფორუმიდან სრულიად დაუსაბუთებელი, თითიდან გამოწოვილი და აბსოლუტურად უარგუმენტო მტრული და მავნებლური განცხადებები გააკეთოს", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი უკრაინელი დეპუტატის, ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერის დავით არახამიას განცხადებას, რომელმაც საქართველოს მორიგი დაუსაბუთებელი ბრალდება წაუყენა. მისი თქმით, რუსები ქართულ ბანკებს, ფინანსურ სისტემასა და ქართულ კომპანიებს დასავლეთის სანქციების რეჟიმის თავიდან ასაცილებლად იყენებენ.

"მაშინ, როდესაც საქართველო ელოდება უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის წევრობის სტატუსს, მაშინ როდესაც საქართველოს მხარე აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს, რომ მავნე აღქმებს, რაც არახამიას მეგობარმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დათესა და გააჩინა, ევროკავშირის კულუარებში, ფაქტები დაუპირისპირისპიროს და მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ საქართველო "ქართულო ოცნების" სახელისუფლებო გუნდის პირობებში ყველაზე ახლოს დგას ევროპასთან. ყველაფერია გაკეთებული ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ ევროკავშირმა სამართლიანად, ღირსეულად მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ამ დროს არახამია აკეთებს ასეთ დანაშაულებრივ განცხადებას. როდესაც ბრალდებას უყენებენ ვინმეს ამ ბრალდების მტკიცებულებაც უნდა წარმოადგინონ და როდესაც მტკიცებულების ნასახი არ არის და ვერც იქნება ბუნებაში და ამას მაინც არაერთგზის იმეორებ, აშკარაა, რომ ეს გზავნილი, ეს გზა არის რუსული პოლიტიკის და რუსული სურვილების ახდენა. არახამია და ისეთი აღქმების შექმნას ცდილობს, რომ რუსული პოლიტიკა ითამაშოს, ანუ, საქართველომ ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ეს ყველაფერი მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის გადაცემები