24.11.2024 | 21:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით სერგეენკო: "ნამეტანი მოსდის არახამიას, არ შეიძლება ბრალდებების ხელაღებით ფანტვა, ან უნდა წარმოადგინოს არგუმენტი ან უკან უნდა წაიღოს თავისი სიტყვები"

ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო უკრაინელი დეპუტატის, ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერის დავით არახამიას განცხადებას, რომელმაც საქართველოს მორიგი დაუსაბუთებელი ბრალდება წაუყენა. მისი თქმით, რუსები ქართულ ბანკებს, ფინანსურ სისტემასა და ქართულ კომპანიებს დასავლეთის სანქციების რეჟიმის თავიდან ასაცილებლად იყენებენ. დავით არახამიამ, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინას წარმოადგენს, გერმანიის მარშალის ფონდის ღონისძიებაზე ვაშინგტონს მოუწოდა, მიიღოს ზომები, რათა რუსულმა კომპანიებმა ვერ გამოიყენონ ქართული ორგანიზაციები საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად.

"დავით არახამიას არ ვიცნობ, მაგრამ მიუხედავად ამისა რაღაც გარკვეული პატივისცემის და იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებასა და ზოგადად მის მოქალაქეებს არ უნდა ჩაეძიო ნათქვამში ეს უკვე ნამეტანია. ნამეტანი მოსდის ამ ადამიანს, არ შეიძლება ბრალდებების ხელაღებით ფანტვა, ან უნდა წარმოადგინოს არგუმენტი ან უკან უნდა წაიღოს თავისი სიტყვები, უკვე საზღვრებს სცილდება ნამდვილად", - აღნიშნა სერგეენკომ.

დღის გადაცემები