24.11.2024 | 19:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით ქართველიშვილი: "აშშ-ის საელჩოს პოზიციაა - "ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენს ბრალდებებში, დანარჩენი თავად გამოიკვლიეთ"
აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აგრძელებს ანტისამართლებრივი, ანტისაკანონმდებლო საქმიანობის წაქეზებას საქართველოში.
საკითხავი მხოლოდ ერთია - რამდენ მსგავს მცდელობას ექნება ადგილი მისი სახით, საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის ჩამოსვლამდე.
კელი დეგნანი დღეს ცდილობს, სამართლებრივი ზღვარი წაშალოს საქართველოს მართლმსაჯულების ისეთ პოზიციებში, რასაც ჰქვია კორუფციის ფაქტების გამოვლენა ქვეყნის სასამართლო სისტემაში. როდესაც საქართველო მიმართავს თხოვნით საკუთარ პარტნიორს, აშშ-ს - მოგვაწოდონ მოსამართლეთა კორუფციის დამადასტურებელი მტკიცებულებები - გვესმის გამაოგნებელი პოზიცია: "თქვენ - არა. საპარლამენტო კომისიას მივაწვდით". კი, ბატონო!
ამ გაუგებარი ბრალდებების გამოსაძიებლად, საპარლამენტო კომისიის შესაქმნელად აუცილებელი კვორუმის ვერშეკრებაში მოქმედ ხელისუფლებას ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ.
ამიტომ, ქალბატონი დეგნანის რისხვა საკუთარი შეგირდების მიმართ უნდა იქნას მიმართული. თუმცა, შეგირდების "ბოიკოტი" და "ჯანყი" მკვებავი ძუძუს - აშშ-ის საელჩოს მიმართ სავსებით გასაგებია. როდესაც ოდესღაც ერთიანი "ენმ" დღეს იმსხვრევა რამდენიმე ნაწილად, გაუგებარია, ქალბატონი კელი დეგნანის "ფსონი" ამ ნამსხვრევების რომელ ნაწილზე დაიდება და, რაც მთავარია - ეს "ფსონი" დაემთხვევა თუ არა საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის არჩევანს".
დღის გადაცემები