24.11.2024 | 19:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით ქართველიშვილი: "საქართველომ საპრეზიდენტო "პორტფელთან" დაკავშირებით რამდენიმე სახიფათო ექსპერიმენტი ჩაიტარა, სადაც ამჟამინდელი პრეზიდენტი უცხო ქვეყნის გავლენის კლასიკურ აგენტს წარმოადგენს"

"ამჟამინდელი პრეზიდენტი უცხო ქვეყნის გავლენის კლასიკურ აგენტს წარმოადგენს", – ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლას.

"დღეს სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის პარლამენტში ჰქონდა საკუთარი პოზიციონირების სამი სავარაუდო გზა:

ა) იმ პოლიტიკური გუნდის გვერდით ყოფნა, ვისი წყალობითაც ის დღეს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტს; ბ) ქვეყნის საზოგადოების უმრავლესობის ინტერესების გატარება – რომლის (ასევე, და არა მხოლოდ უმცირესობის) კონსტიტუციურ გარანტსაც უნდა წარმოადგენდეს, ან: გ) საკუთარი, პირადი ინტერესების დაცვა, ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის კურაციის ფარგლებში.

საქართველომ საპრეზიდენტო "პორტფელთან" დაკავშირებით რამდენიმე სახიფათო ექსპერიმენტი (ჰარაკირი) ჩაიტარა, საიდანაც "სოროსისა და პუტინის" ეკლექტიკურმა კანდიდატმა ქვეყნის დამოუკიდებლობა კატასტროფის ზღვრამდე მიიყვანა, სოროსის ფონდის შეგირდი საკუთარი და ცოლის ნათესავების დეკრიმინალიზაციით იყო დაკავებული, ხოლო ამჟამინდელი პრეზიდენტი უცხო ქვეყნის გავლენის კლასიკურ აგენტს წარმოადგენს.

ხოლო მისი "პათეტიკური" დამოკიდებულება 1991 წლის 31 მარტისადმი მისივე ცნობილი ციტატით მინდა დავაგვირგვინო, სადაც მისი ქართულის ცოდნა არის საუცხოო, შეუდარებელი და ყოვლისმეტყველი",- წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილს წლების წინ, საქართველოს პირველ პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც ახსენებს:

"ზვიად გამსახურდია, როგორც დიქტატორი, დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა. ამისთვის თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს, თენგიზ სიგუას და მთელს ოპოზიციას დიდი მადლობა", – სალომე ზურაბიშვილი.

დღის გადაცემები