წინა რეჟიმის დროს, საქართველოში მიზანმიმართული ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მიუხედავად, საქართველოში მალევე დამკვიდრდა პროდასავლურების "რენესანსი", რასაც ამჟამად კვლავ აზიანებს ქვეყნის მეხუთე კოლონა, რომლის სათავეში, გარდაცვლილი აკერმანის შემდეგ, ნებსით თუ უნებლიეთ გვევლინება აშშ-ის მოქმედი ელჩი, რაც არის სრული ნონსენსი და პოლიტიკური სიურეალიზმი", - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.
როგორც ექსპერტი წერს, იმედს იტოვებს, რომ ქალბატონი კელი დეგნანი პირდაპირ თუნდაც, არადიპლომატიურ ენაზე, პასუხებს მაინც გვაღირსებს იმ საზოგადოებას, რომელმაც უკანასკნელ 33 წელიწადში მნიშვნელოვანი მსხვერპლშეწირვა გაიღო ჭეშმარიტი „პროდასავლურების“ გზაზე.
"ოცნებიდან გასულ "სამეულ" დეპუტატებს, როგორც ჩანს, ბოლო იმედი ეწურება, საზოგადოების დიდი ნაწილის ღია შეკითხვებზე აშშ-ს ელჩის მხრიდან ღია პასუხების მიღებაზე. გასაოცარია ის "სიჯიუტე", რომლითაც ქალბატონი კელი დეგნანი ამ თემებს პრინციპულად უვლის გვერდს მაშინ, როდესაც დემონსტრაციულად ჩადის წალენჯიხაში, ხვდება ლომჯარიას და ნაცმოძრაობის ღია მხარდამჭერებს "ერსა თუ ბერში".
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა იყო, არის და იქნება ამჟამინდელი ელჩის შემდეგაც. თუმცა ამ მრავალწლიანი ურთიერთობების დიპლომატიურ კონტექსტში, ძნელად მახსენდება ამაზე უფრო რთული და კონტრპროდუქტიული პერიოდი, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი-ქვეყნის ელჩი ღიად მოექცა ქვეყნის დესტრუქციული, რადიკალური ნაწილის "მხარედ" და ფაქტობრივად კონტრსამთავრობო, ანტისახელისუფლებო და მილიტარისტული პროცესების ფაქტობრივად "მედროშედ" იქცა.
ელჩებიც მოდიან და მიდიან და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამწვავების ჟამიც ამ პროცესების გაუმჯობესებით აუცილებლად ჩანაცვლდება. წინა რეჟიმის დროს, საქართველოში მიზანმიმართული ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მიუხედავად, საქართველოში მალევე დამკვიდრდა პროდასავლურობის "რენესანსი", რასაც ამჟამად კვლავ აზიანებს ქვეყნის მეხუთე კოლონა, რომლის სათავეში, გარდაცვლილი აკერმანის შემდეგ, ნებსით თუ უნებლიეთ გვევლინება აშშ-ს მოქმედი ელჩი, რაც არის სრული ნონსენსი და პოლიტიკური სიურეალიზმი. მაინც გვინდა დავიტოვოთ იმედი, რომ ჩვენი შეფასებები ნამეტანი ხისტია და ახლა მაინც, ამ „სამეულის“ მორიგ მცდელობაზე, ქალბატონი კელი დეგნანი პირდაპირ თუნდაც, არადიპლომატიურ ენაზე, პასუხებს მაინც გვაღირსებს იმ საზოგადოებას, რომელმაც უკანასკნელ 33 წელიწადში მნიშვნელოვანი მსხვერპლშეწირვა გაიღო ჭეშმარიტი "პროდასავლურობის" გზაზე", - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
პარლამენტის წევრებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა კიდევ ერთ ღია წერილი გაავრცელეს.