24.11.2024 | 19:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით ქართველიშვილი: "ხარ უკრაინის მოქალაქე, ამავდროულად პრეზიდენტ ზელენსკის კლანის მკვებავი ოლიგარქი, გსურს გააძვრინო თავი „დეოლიგარქიზაციის“ კანონს? რა პრობლემაა"

"ხარ უკრაინის მოქალაქე, ამავდროულად პრეზიდენტ ზელენსკის კლანის მკვებავი ოლიგარქი, გსურს გააძვრინო თავი "დეოლიგარქიზაციის" კანონს? რა პრობლემაა!" - ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ხარ შენი ქვეყნის მოღალატე და კრიმინალი? გსურს დროებით გარეშე მაინც გაექცე პასუხისმგებლობას? "სახელოვან სამშობლოს, ნაძრახი სიცოცხლე" გირჩევნია? რა პრობლემაა! უარი თქვი შენი ქვეყნის მოქალაქეობაზე და გაემგზავრე უკრაინაში, სადაც ან პოლიტიკური ნიშნით დევნილის, ან უკრაინის მოქალაქის სტატუსი გელის. აქედან გამომდინარე, დანარჩენი მატერიალური თუ კარიერული პრეფერენციებით!

ხარ უკრაინის მოქალაქე, ამავდროულად პრეზიდენტ ზელენსკის კლანის მკვებავი ოლიგარქი, გსურს გააძვრინო თავი „დეოლიგარქიზაციის“ კანონს? რა პრობლემაა! უარი თქვი უკრაინის მოქალაქეობაზე - იყიდე რომელიმე სხვა და გააგრძელე შენი კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა! ოღონდ იჩქარე - დესამშობლოიზაციის "კვირეული" გახსნილადაა გამოცხადებული!", - წერს დავით ქართველიშვილი.

საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, Bellingcat-ის აღმასრულებელი დირექტორი, ხრისტო გროზევი Twitter-ზე წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე ოლიგარქს, მათ შორის საკუთარი პარტიის დეპუტატს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

დღის გადაცემები