"ოცნებაში" თავები იმპერატორებად დაინიშნეს და მოსახლეობის აბუჩად აგდებას განაგრძობენ, - ამის შესახებ პარტია "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.
მისივე თქმით, მონოპოლისტები ადამიანებს გადასახადებს განუკითხავად უზრდიან.
"თუ მართლაც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაშინ რატომ ვართ ასეთ გაუბედურებულ მდგომარეობაში?! თუ ეკონომიკა მართლაც ასე ყვავის, ეროვნული ბანკი რატომ არ ამცირებს საპროცენტო განაკვეთებს, გაზრდით ხომ უცებ გაზარდეს?! ან ვინმეს წარმოუდგენია, რა მოხდება ქვეყანაში, ჩვენმა ემიგრანტებმა მცირე ხნით მაინც რომ შეაჩერონ გზავნილების გამოგზავნა?! შიმშილით დაიხოცებიან ადამიანები, ისედაც ყველა გაღატაკდა, ვალებით გაივსო, გასაყიდი არავის აღარაფერი დარჩა...
მონოპოლისტები კი განუკითხავად, საერთოდ უპრობლემოდ ადამიანებს გადასახადებს უზრდიან, სამაგიეროდ "ოცნებაში" თავები იმპერატორებად დაინიშნეს და მოსახლეობის აბუჩად აგდებას განაგრძობენ. თან უკვე იმ სტადიაში არიან, რომ დღესასწაულებიც კი მხოლოდ თავისთვის ემეტებათ, ხალხზე ზრუნვა კი არა", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.