დღის სიახლეები
"დაზოგე გაზი უსაფრთხო ზამთრისთვის" გეგმის ფარგლებში, ევროკომისია წევრ ქვეყნებს აგვისტოდან ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირებას შესთავაზებს
ევროკავშირი წევრ ქვეყნებს აგვისტოდან ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირებას შესთავაზებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
"დაზოგე გაზი უსაფრთხო ზამთრისთვის" გეგმის ფარგლებში, ევროკომისია გეგმავს რეკომენდაცია გაუწიოს ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა გათბობისა და კონდიციონერის სისტემების მოხმარების შემცირება, ასევე საბაზრო ზომებს.
როგორც სააგენტო Bloomberg-ი აღნიშნავს, ევროკავშირის ყველაზე დიდი გამოწვევა ზამთარში საკმარისი გაზის მიწოდების უზრუნველყოფაა.
დაგეგმილი რეგულაცია ევროკომისიას უფლებას მისცემს განგაში გამოაცხადოს, როდესაც მიწოდების მწვავე დეფიციტის ან მოთხოვნის ზრდის მნიშვნელოვანი რისკი დადგება.
მსგავსი
დღის გადაცემები