დღის სიახლეები
დანიაში, საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ონლაინ სხდომას სვეტლანა ციხანოვსკაიას სახელით უცნობი პირი ესწრებოდა
დანიის პარლამენტში აცხადებენ, რომ საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ონლაინ სხდომას სვეტლანა ციხანოვსკაიას სახელით უცნობი პირი ესწრებოდა. დანიის საკანონმდებლო ორგანოს საიტის ინფორმაციით, სხდომა ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხებოდა. უცნობმა პირმა კი, რომელიც სვეტლანა ციხანოვსკაიად ასაღებდა თავს, განაცხადა, რომ მისი ვიდეოთვალი გაუმართავი იყო და შესაბამისად, ვიდეოჩართვასაც ვერ მოახერხებდა. როგორც საიტზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაახლოებით 40 წუთში ონლაინ სხდომის მონაწილეები მიხვდნენ, რომ ეს პირი ციხანოვსკაია არ იყო და სხდომა შეაჩერეს. კომიტეტში აღნიშნავენ, რომ ამიერიდან ონლაინ სხდომებზე ვიდეოჩართვა აუცილებელი იქნება.
მსგავსი
დღის გადაცემები