24.11.2024 | 23:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დაპირისპირება გირჩსა და ე.წ გაერთიანებულ ოპოზიციას შორის [ვიდეო]

"ლეიბორისტური პარტიის" ოფისში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიების საბაბით შეკრებილი ოპოზიციური პარტიები არსებულზე რთულ ლაბირინთში აღმოჩნდნენ.  პოლიტიკოსებმა  ის, რაც ერთმანეთს კამერებთან გაკეთებულ განცხადებებში დააკლეს, სავარაუდოდ კამერებს მიღმა, შეხვედრის მიმდინარეობისას არ დაიშურეს.

გამოაძევეს თუ დატოვეს?! ფაქტია ოფისიდან პირველები "გირჩის" წევრები გამოვიდნენ.  ახლად გამოჩენილმა პოლიტიკოსებმა ხვიჩიამ, მეგრელიშვილმა და რაქვიაშვილმა მედიასთან საუბრისას შეხვედრის დეტალები არ დამალეს, ყველაზე დელიკატური ნაწილის თხრობა საკუთარ თავზე პარტიის გენერალურმა მდივანმა აიღო და დანარჩენი ოპოზიცია ამხილა, იმაში რაც უცნობი არც აქამდე იყო.  იაგო ხვიჩიას თქმით, ნათელაშვილის ოფისში შეკრებილები დღემდე მიშას თამაშით თამაშობენ. გირჩში არც ის დამალეს, რომ ნიკა მელიას საქმე არა სამართლებრივი პრობლემა, არამედ ქვეყანაში პოლიტიკური ორპოლუსიანობის შენარჩუნების კიდევ ერთი მცდელობაა.

 

"ლეიბორისტულ პარტიაში" შეკრებილი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს გირჩის წევრების ბრალდება უპასუხოდ არ დაუტოვებიათ. პოლიტიკოსების აზრები ამ საკითხზე თითქმის იდენტურია, თუმცა მისი გამოხატვა ზოგიერთმა მათგანმა არც ისე კონსტრუქციულად სცადა. კახა კუკავამ ხვიჩიას  ბნელი მხარეები მედიასთან წარმოაჩინა  და თქვა, რომ გირჩის წევრები ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. გიგა ბოკერიამ, კი ადამიანებზე რომლებთან ერთადაც საჭირბოროტო საკითხებზე თვეების განმავლობაში მსჯელობდა, იუმორისტულ გადაცემებში საუბარი დაანონსა.

დღის გადაცემები