შეერთებული შტატები და ნატო შიშობენ, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის წამოწყების საბაბს ეძებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ბლინკენის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკრაინაზე თავდასხმის სხვადასხვა სცენარს კარნახს განაგრძობს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებების ჩიხში შესაყვანად. ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით და რუსეთი ცდილობს უკრაინაში შეჭრის საბაბი მოძებნოს. მისივე თქმით, ამჟამად ალიანსისითვის გაუგებარია რუსული მხარის განზრახვა უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და მოსკოვს ნატოსთან დიალოგისკენ მოუწოდებს. გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა კადრები, რომლებშიც, როგორ უწყებაში ამტკიცებენ, კარგად ჩანს, რომ რუსული ჯარები წვრთნების ნაწილობრივ დასრულებასთან დაკავშირებით უკრაინის საზღვარს შორდებიან და მუდმივი განლაგების ადგილებს უბრუნდებიან.
დღის სიახლეები
დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის საბაბს ეძებს [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები