24.11.2024 | 17:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დასაქმების კვლევის ინსტიტუტი: "გერმანიის ეკონომიკა, უკრაინის ომის გამო, 2030 წლისთვის 265 მილიარდ დოლარზე მეტს დაკარგავს"

დასაქმების კვლევის ინსტიტუტის (IAB) მონაცემების თანახმად, გერმანიის ეკონომიკა უკრაინის ომისა და ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასების გამო, 2030 წლისთვის დამატებითი ღირებულების სახით 265 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს დაკარგავს.

ორგანიზაციის კვლევაში აღნიშნულია, რომ გერმანიის ფასების მიხედვით შესწორებული მთლიანი შიდა პროდუქტი  მომავალ წელს 1.7%-ით დაბალი იქნება და დაახლოებით 240 000-ით ნაკლები ადამიანი იქნება დასაქმებული.

ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული იქნება ტურიზმისა და მანსპინძლობის სექტორი, რომელიც უკვე მძიმედ დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის გამო და სავარაუდოდ იგრძნობს მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობის დაქვეითებას.

ამასთან, თუ ენერგორესურსების ფასები, რომელიც აქამდე გაიზარდა 160%-ით, კვლავ გაორმაგდა, 2023 წლის გერმანიის ეკონომიკური მწარმოებლურობა თითქმის 4%-ით დაბალი იქნება, ვიდრე ომის გარეშე იქნებოდა. ამ ვარაუდით, სამი წლის შემდეგ 660 000-ით ნაკლები ადამიანი იქნება დასაქმებული.

დღის გადაცემები