დღის სიახლეები
დახურულ სივრცეში ცოცხალი მუსიკა დასაშვები გახდა [ვიდეო]
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დაშვებული იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო. პირველი აპრილიდან მუშაობის განახლებას შეძლებენ ასევე საბავშვო გასართობი ცენტრები და კინოთეატრები. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 28 მარტს დაგეგმილ საქართველო-ესპანეთის ნაკრებთა საფეხბურთო მატჩზე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების დაცვით მაყურებლის დასწრებაც იქნება შესაძლებელი.
მსგავსი
დღის გადაცემები