დღის სიახლეები
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთება
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები 9 დეკემბერს აინთება. თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფელიც.
"გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 9 დეკემბერს განათდეს დედაქალაქი საახალწლო ილუმინაციებით. მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფელი, სადაც ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებას" - განაცხადა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე.
მსგავსი
დღის გადაცემები