დღის სიახლეები
დედოფალ ელისაბედ მეორეს დღეს დაკრძალავენ
გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში დღეს გაიმართება.
მედიის ინფორმაციით, ბრიტანელი მონარქის დაკრძალვას მსოფლიოს 500-მდე ლიდერი, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ვანგ ქიშანი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ავსტრალიის პრემიერ მინისტრი ენტონი ალბანეზი და ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრი ჯასინდა არდერნი. ბრიტანეთში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
ელისაბედ მეორე, 96 წლის ასაკში, ბალმორალის ციხესიმაგრეში 8 სექტემბერს გარდაიცვალა.
მსგავსი
დღის გადაცემები