24.11.2024 | 21:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"დეესკალაციის აუცილებლობა..." - ისრაელმა და პალესტინამ მოლაპარაკებები გამართეს

ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლები ძალადობის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ერთმანეთს იორდანიაში შეხვდნენ და მოლაპარაკებები გამართეს. ამის შესახებ DW იტყობინება.

"მხარეები შეთანხმდნენ დაიცვან ყველა ხელმოწერილი შეთანხმება, იმუშაონ მუდმივი მშვიდობისთვის და ხაზი გაუსვეს ადგილზე დეესკალაციისა და ძალადობის პრევენციის აუცილებლობას", - ნათქვამია იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ პალესტინის სადაზვერვო სამსახურის უფროსი მაჯედ ფარაჯი, ისრაელის შიდა სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი რონენ ბარი, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ბრეტ მაკგურკი.

22 თებერვალს ისრაელის სამხედროებმა ოპერაცია ჩაატარეს ნაბლუსში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ მიზანი იყო დასავლეთ სანაპიროზე თავდასხმებში მონაწილე პალესტინის რადიკალური ჯგუფების წევრების დაკავება.

ოპერაციის დროს სამმა ეჭვმიტანილმა უარი თქვა დანებებაზე და ცეცხლი გაუხსნა ებრაელ სამხედროებს. პალესტინური მხარის ცნობით, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა.

დღის გადაცემები