24.11.2024 | 19:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, დამატებით, $1,3 მილიარდი მიიღო

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი Telegram-ზე წერს, რომ ქვეყანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დამატებითი გადაუდებელი დაფინანსება მიიღო.

"უკრაინამ მიიღო 1,3 მილიარდი დოლარის დამატებითი გადაუდებელი დაფინანსება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან. თანხები მოხმარდება ბიუჯეტის პრიორიტეტული საჭიროებების დაფინანსებას - თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, პენსიების გადახდას, სოციალურ პროგრამებსა და ეკონომიკის მხარდაჭერას", - წერს შმიგალი.

როგორც უკრაინის პრემიერი აღნიშნავს, ომის დაწყების შემდეგ, მთლიანობაში, სავალუტო ფონდმა უკრაინას 2,7 მილიარდი დოლარი გამოუყო.

დღის გადაცემები