24.11.2024 | 19:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 250 მილიონი ფუნტის ჭურვებს მიაწვდის

2023 წელს დიდი ბრიტანეთი უკრაინას ასიათასობით საარტილერიო ჭურვს მიაწვდის. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. 

დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის ამ ტიპის დახმარების ოდენობა 250 მლნ ფუნტს შეადგენს. შესაბამისი განცხადება სუნაკმა რიგაში გააკეთა, სადაც გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა ტარდება.

როგორც სუნაკის პრესსამსახურში განაცხადეს, ოფიციალური ლონდონის მიერ მომზადებული კონტრაქტით უკრაინას 2023 წლის განმავლობაში ყველა აუცილებელი საარტილერიო ჭურვი ექნება.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 100 ათასი ჭურვი და სხვა სამხედრო აღჭურვილობა გადასცა. მათ შორის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და 125  საზენიტო დანადგარი. 

სუნაკი რიგაში საექსპედიციო ძალების ქვეყნების ლიდერებს შეხვდება. ეს ძალები 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ,  ლონდონის ინიციატივით შეიქმნა. მრავალეროვნული საექსპედიციო ძალები გაეროს ჰუმანიტარულ მისიებში მონაწილეობისთვის, ასევე პოტენციური მოწინააღმდეგეების, მათ შორის რუსეთის შესაჩერებლად შეიქმნა.

დღის გადაცემები