ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისათვის ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო, დიპლომატიური და სამართლებრივი დახმარების გაწევას და მტკიცედ დავდგებით უკრაინის გვერდით მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება, - ნათქვამია "დიდი შვიდეულის" (G7) ლიდერების განცხადებაში.
"ჩვენ დავარწმუნეთ პრეზიდენტი ზელენსკი, რომ მტკიცენი ვართ ჩვენს ვალდებულებაში, გავუწიოთ მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას სჭირდება მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისათვის ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო, დიპლომატიური და სამართლებრივი დახმარების გაწევას და მტკიცედ დავდგებით უკრაინის გვერდით მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება", - აღნიშნულია განცხადებაში.
"დიდი შვიდეულის" (G7) ლიდერები აცხადებენ, რომ გააგრძელებენ ძალისხმევის კოორდინაციას სამხედრო და თავდაცვითი აღჭურვილობის კუთხით უკრაინის გადაუდებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
„გავაგრძელებთ რუსეთისთვის შემდგომი ეკონომიკური სანქციების დაწესებას, მათ შორის ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც უკრაინის ტერიტორიის სტატუსის შეცვლის უკანონო მცდელობებს პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ", - ნათქვამია განცხადებაში.