ამერიკის შეერთებული შტატები ვაქცინის 500 მილიონ დოზას შეიძენს, რათა ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას დონაციის სახით გაუნაწილოს - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დიდი შვიდეულის სამიტის გახსნამდე განაცხადა. ღარიბ ქვეყნებს ვაქცინის 100 მილიონი დოზის მიწოდებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც დაპირდა. ამასთან, ვაქცინის მილიარდ დოზას სამიტის სხვა მონაწილე ქვეყნებიც გამოყოფენ. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვიოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდება შეერთებული შტატებისა და სხვა მდიდარი ქვეყნების მიმართ, რომ მეტი როლი შეასრულონ ვაქცინების გლობალური მიწოდების პროცესში. შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში დღეს დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაესწრება. მასთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების სხვა ლიდერები და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
დღის სიახლეები
„დიდი შვიდეული“ ვაქცინას ღარიბ ქვეყნებს გადასცემს [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები