დღის სიახლეები
დიეგო კოლასი: "მე მესმის საქართველოს ხელისუფლების განცდა, რომ საქართველო უფრო მეტად დაუცველია სხვა ქვეყნებთან შედარებით რუსული საფრთხისადმი და რომ სიფრთხილით უნდა იმოქმედონ ასეთ სიტუაციებში"
ვფიქრობ საქართველომ საკმაოდ ბევრი გააკეთა, გააკეთა მტკიცე განცხადებები და თავისი წვლილი შეიტანა რაც მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა უკრაინის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
"მე მესმის საქართველოს ხელისუფლების განცდა, თუ რატომ მიაჩნიათ, რომ საქართველო უფრო მეტად დაუცველია სხვა ქვეყნებთან შედარებით რუსული საფრთხისადმი და რომ სიფრთხილით უნდა იმოქმედონ ასეთ სიტუაციებში", - აღნიშნა დიპლომატმა.
საქართველოში უკრაინის ელჩმა ანდრეი კასიანოვმა დღეს განაცხადა, რომ როცა რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, ჰქონდათ მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა. მოგვიანებით მან დააკონკრეტა, რომ არალეტალურ სამხედრო დახმარებას გულისხმობდა.
მსგავსი
დღის გადაცემები