24.11.2024 | 19:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დიმიტრი პესკოვი: "უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება ხვალ დასრულდეს, თუკი კიევი ასე მოისურვებს"

უკრაინაში კონფლიქტი ნებისმიერ დროს შეიძლება დასრულდეს, თუ კიევი ამის პოლიტიკურ ნებას გამოავლენს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ამ შემთხვევაში, შეგვიძლია გალურჯებამდე ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როდის დასრულდება ეს ყველაფერი" - აღნიშნა პესკოვმა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებაზე კომენტირებისას, რომ ომი შესაძლოა, 2023 წელს დასრულდეს.

"ზელენსკიმ იცის, როდის შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი. შეიძლება ხვალ დასრულდეს, თუკი კიევი ასე მოისურვებს" - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

ამასთან, გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის შტეფენ ჰებესტრეიტის განცხადებაზე კომენტირებისას, რომ უკრაინა არ არის ვალდებული შემოიფარგლოს საკუთარი ტერიტორიით თავდაცვის მიზნით, პესკოვმა აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები "რა თქმა უნდა, კიევს ახალი თავდასხმებისკენ ახალისებს".

"რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები, ფაქტობრივად, ახანგრძლივებს მთელ ამ რთულ პერიოდს და არ უწყობს ხელს ამ პრობლემის მოგვარებას" - დასძინა პესკოვმა.

დღის გადაცემები