დღის სიახლეები
დიმიტრი ხუნდაძე: "საზოგადოებას სჭირდება პასუხები, რომ იცოდეს თუ რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას და ხომ არ არის ის თამაშის მსხვერპლი"
"საზოგადოებას სჭირდება პასუხები, რომ მან იცოდეს თუ რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას. ხომ არ არის ის თამაშის მსხვერპლი"- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
"თამაშის, რომელიც შესაძლოა გულისხმობდეს ხელისუფლების შეცვლას იმ ხელისუფლებით, რომელიც იქნება მორჩილი ყველასა და ყველაფრის მიმართ და ის არ გაითვალისწინებს უმაღლეს რანგში საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესს. ან კიდევ უარესი, ხომ არ არის თამაშის ის ნაწილი, როცა დასავლეთი გარკვეულწილად ვაჭრობს რეგიონში და სცენარის ნაწილი შეიძლება იყოს საქართველოს დათმობა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. ერთიც და მეორეც მიუღებელია, ამიტომ საზოგადოებამ რომ იცოდეს პირდაპირი სიმართლე და არა თამაშში იკითხოს, რა ბედი ეწევა ქვეყანას, საჭიროა კითხვებზე პასუხის გაცემა",- აღნიშნა ხუნდაძემ.
მსგავსი
დღის გადაცემები