დიპლომატიური შტურმი სენატორებისგან. "ქართული ოცნება" კრიტიკის ქარცეცხლში ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე მოექცა. კომიტეტის სხდომას სენატში დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი ხელმძღვანელობდა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები კრიტიკულია და თუ ქვეყანაში ვითარება არ განიმუხტება საქართველოს მრავალწლიანი ძალისხმევა უბრალოდ წყალში ჩაიყრება. სენატორთა ყურადღების ცენტრში დემოკრატიული პროცესები მოექცა - ამ ნაწილში დასავლელი პატრნიორების აზრი ერთია, თუ საქართველოს ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს ქვეყანაში დემოკრატია სრულად ჩამოიშლება. სენატორების პოზიციები იმდენად კრიტიკულია, რომ ისინი ფინანსური დახმარების შეჩერების საკითხზეც ალაპარაკდნენ.
შექმნილი პოლიტიკური პროცესების გათვალისიწნებით ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს ნანა დევდარიანი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსის" წარმოამდგენელის აზრით, ამ ვითარებაში ორივე მხარეს დაფიქრება მართებს. მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში შესვლის გეგმა აწყობს, რადგან "ქართული ოცნება" და "ნაც.მოძრაობა" ერთად იმუშავებენ, რაც ამ უკანასკნელისთვის ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდება.
სენატორების კრიტიკულ განცხადებებს ელოდნენ კიდეც ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ყველაზე შემაშფოთებელი ფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი აღმოჩნდა. მათი თქმით, ეს უპრეცენდენტო შემთხვევა იქნება საქართველოს ისტორაში, საიდანაც ქართული ოცნების დასასრულის დასაწყისი აითვლება.
ყველა დასავლელი პარტნიორი თანხმდება, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მთავარი ბერკეტი ხელისუფლების ხელშია.