24.11.2024 | 19:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დნიპროს მერი: "ომის პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ არესტოვიჩი არის თავის თავზე შეყვარებული პირუტყვი და აყროლებული პირი"

დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა მიმართა უკრაინის უშიშროების სამსახურს და ქვეყნის კონტრდაზვერვას მოწოდებით - უპასუხონ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებებს საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის თაობაზე. შესაბამისი განცხადება ფილატოვმა "ტელეგრამზე" გამოაქვეყნა.

"ომის პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ არესტოვიჩი არის თავის თავზე შეყვარებული პირუტყვი და აყროლებული პირი", - დაწერა ფილატოვმა.

მანამდე არესტოვიჩი ამტკიცებდა, რომ დნიპროში მრავალსართულიანი შენობის აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედების შემდეგ მოხდა. მოგვიანებით არესტოვიჩმა ახალი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც განმარტა, რომ თავდაცვის სისტემის მუშაობის შესახებ მას მეგობარმა უთხრა, რომელიც აქამდე არასოდეს შემცდარა, თავად არესტოვიჩმა კი ამ განცხადების მტკიცებითი ფორმა გადაღლილობას დააბრალა. მოგვიანებით მან ეს განცხადებაც წაშალა და დაწერა, რომ ინტერვიუში ამბობს ფრაზებს "როგორც ჩანს" და "ეს ჯერ კიდევ გასარკვევია", რაც იმაზე მეტყველებს, რომ განცხადება სახლში თავდაცვის სისტემის რაკეტის მოხვედრის შესახებ მხოლოდ ვერსიაა, რომლის შემოწმებაა საჭირო.

დნიპროში რუსული ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგადб ბოლო მონაცემებით, 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა. დნეპროპეტროვსკში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

დღის გადაცემები