დღის სიახლეები
დონალდ ტრამპი 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ვეტოს დაადებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ვეტოს დაადებს. "ჩვენი თავდაცვის კანონპროექტის ყველაზე დიდი გამარჯვებული ჩინეთია. მე ვეტოს დავადებ ამ კანონპროექტს,“ - აცხადებს ტრამპი. მისი თქმით, ის არ აუქმებს კომუნიკაციების მართებულობის აქტის 230-ე ნაწილს, რომელიც "გუგლს“, "ტვიტერს“ და "ფეისბუქს“, მათ პლატფორმებზე გამოჩენილი შინაარსის გამო პასუხისმგებლობისგან იცავს. ამასთანავე, ტრამპი ეწინააღმდეგება კანონმდებლობის ისეთ ნაწილებს, რომლებიც ავღანეთიდან და გერმანიიდან ჯარის გაყვანის გეგმებს შეანელებს. 2021 წლის აშშ-ის ბიუჯეტიდან თავდაცვის სფეროსთვის 740 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.
მსგავსი
დღის გადაცემები