დღის სიახლეები
დონალდ ტრამპი ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანას მიესალმება [ვიდეო]
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანას მიესალმება, თუმცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, გაყვანის თარიღად 11 სექტემბერი არ აირჩიოს. ტრამპის განმარტებით, ავღანეთში ამერიკული ჯარის 19 წლიანი მსახურება საკმარისია და აუცილებელია ჯარისკაცებმა ადგილი შემოდგომამდე დატოვონ, გარდა ამისა თეთრი სახლის ლიდერი განმარტავს,რომ 11 სექტემბერი ამერიკელებისთვის ძალიან სამწუხარო მოვლენას უკავირდება და ეს თარიღი დაღუპულთა სულების პატივისცემისა და ხსოვნის დღედ უნდა დარჩეს. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე დატოვებენ.
მსგავსი
დღის გადაცემები