მე თუ გამოვაცხადებ, რომ აღარ ვაპირებ პოლიტიკურ თანამდებობაზე კენჭისყრას, დონალდ ტრამპის დევნა მაშინვე შეწყდება, მაგრამ ამას არ ვაკეთებ, მე არ შემიძლია ამის გაკეთება,- ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, არიზონას შტატში "რესპუბლიკური პარტიის" მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, წელს "რესპუბლიკური პარტია" წარმომადგენელთა პალატისა და სენატის, 2024 წელს კი, თეთრი სახლის დაბრუნებას აპირებს.
"ვიდრე ჩვენ თავდაჯერებულები და ერთიანები ვართ, ტირანებს, რომლებსაც ჩვენ ვებრძვით, შანსიც კი არ აქვთ იმიტომ, რომ ჩვენ ამერიკელები ვართ და ამერიკელები მუხლს იდრეკენ ღმერთთან და მხოლოდ ღმერთთან. ჩემო თანამოქალაქეებო, ეს წარმოუდგენელი მოგზაურობა, რომელსაც ჩვენ ერთად ვატარებთ, ახლახან დაიწყო და დროა, დავიწყოთ საუბარი ჩვენი ქვეყნის სიდიადეზე", – განაცხადა დონალდ ტრამპმა.