დღის სიახლეები
დონალდ ტრამპი აშშ-ის უზენაეს სასამართლოს 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის უზენაეს სასამართლოს 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს. ტრამპის ადვოკატის, რუდი ჯულიანის თქმით, კამპანიის შუამდგომლობა ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემის შესახებ პენსილვანიის სასამართლოს სამი გადაწყვეტილების გაუქმებას ეხება. კენკუტის უნივერსიტეტის საარჩევნო სამართლის პროფესორის, ჯოშუა დუგლასის განცხადებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და ვერ შეაჩერებს ჯო ბაიდენის აშშ-ის პრეზიდენტად გახდომის პროცესს. აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ 14 დეკემბერს 306 ხმით 232-ის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
მსგავსი
დღის გადაცემები