დღის სიახლეები
დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი პირველ სატელევიზიო დებატებს 30 სექტემბერს გამართავენ
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და “დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი პირველ სატელევიზიო დებატებს 30 სექტემბერს გამართავენ. დებატები, რომლის ხანგრძლივობაც 90 წუთი იქნება, აშშ-ის ქალაქ კლაივლენდში გაიმართება. როგორც ცნობილია, დებატების მთავარი თემები კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, ანტირასისტული საპროტესტო აქციები და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იქნება.
საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები ტელეკომპანია Fox News-ის პირდაპირი ეთერით გადაიცემა. დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის მეორე ტელედებატები 15 ოქტომბერს მაიამიში, ხოლო მესამე შეხვედრა 22 ოქტომბერს ნეშვილში გაიმართება. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.
მსგავსი
დღის გადაცემები