24.11.2024 | 20:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დონალდ ტრამპი: "ერთადერთი დანაშაული, რაც მე ჩავიდინე, ჩვენი ერის უშიშრად დაცვაა"

ერთადერთი დანაშაული, რაც მე ჩავიდინე, არის ჩვენი ერის უშიშრად დაცვა მათგან, ვინც მის განადგურებას ცდილობს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა განაცხადა, რომელმაც ფლორიდაში მხარდამჭერებს მიმართა.

ტრამპის მტკიცებით, პროკურატურა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის დამარცხებას ისახავს მიზნად.

"ეს ყალბი საქმე მხოლოდ 2024 წლის არჩევნებში ჩარევის მიზნით აღძრეს," - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა ქვეყნის შეურაცხყოფაა.

"ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიდის. ეს ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა, რადგან მსოფლიო უკვე დაგვცინის“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის სასამართლოში ბრალი 34 პუნქტით წაუყენეს. პროკურატურის თქმით, ტრამპი უკანონო გეგმაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც მისი 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის საზიანო ინფორმაციის ჩახშობას ისახავდა მიზნად. ამის ნაწილია ზრდასრულთა ფილმების მსახიობ სტორმი დენიელსისთვის გადახდილი 130 ათასი დოლარი.

დღის გადაცემები