24.11.2024 | 20:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დონალდ ტრამპი: "მე ვარ ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია თქმა: თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს"

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, ის რომ თეთრ სახლში ყოფილიყო, ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმის ნებას არ დართავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტეხასში, მხარდამჭერთან შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.

"მე მათ Javelin-ის ასობით რაკეტა მივეცი", - აღნიშნა ტრამპმა.

მისი მტკიცებით, პუტინმა უკრაინაზე თავდასხმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის სისუსტე და გაუბედაობა დაინახა.

ტრამპის მტკიცებით, პუტინი არ გაჩერდება, სანამ უკრაინას სრულად არ ჩაიგდებს ხელში. მან პირობა დადო, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეაჩერებს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

"როდესაც პრეზიდენტი გავხდები, ამას 24 საათში მივაღწევ. აქ, თქვენს წინაშე ვდგავარ მე, ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია შემდეგის თქმა: მე თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს", - განაცხადა ტრამპმა.

დღის გადაცემები