26.11.2024 | 12:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დონალდ ტრამპი მის რეზიდენციაში რეიდზე: ჯო ბაიდენმა ყველაფერი იცოდა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო თეთრი სახლის განცხადება, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა არ იცოდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) მის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარებას აპირებდა და მომხდარის შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო.

"ბაიდენმა ამის შესახებ ყველაფერი იცოდა, ისევე როგორც მან ყველაფერი იცოდა ჰანტერის "გარიგებების" შესახებ", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

"გუშინ მარ-ა-ლაგოში საშინელება მოხდა. მესამე მსოფლიოს ქვეყანაზე უკეთესები არ ვართ - ბანანის რესპუბლიკა.  ჩემი აზრით, ეს კოორდინირებული თავდასხმაა, რომელშიც შტატის და ადგილობრივი რადიკალი მემარცხენე "დემოკრატი" საოლქო და გენერალური პროკურორები მონაწილეობდნენ", - განაცხადა მან.

9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს "ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა არ იცოდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარებას აპირებდა და მომხდარის შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო.

დღის გადაცემები