დღის სიახლეები
დონალდ ტრამპი: "რეიდის დროს FBI-ს აგენტებმა ჩემი სამი პასპორტი მოიპარეს - ეს პოლიტიკურ ოპონენტზე უპრეცედენტო თავდასხმაა, რაც აქამდე ჩვენს ქვეყანაში არასდროს მომხდარა"
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას მისი სამი პასპორტი ამოიღეს.
"მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში FBI-ს რეიდის დროს მათ სხვა ყველაფერთან ერთად ჩემი სამი პასპორტი მოიპარეს (ერთი პასპორტი ვადაგასულია). ეს პოლიტიკურ ოპონენტზე უპრეცედენტო თავდასხმაა, რაც აქამდე ჩვენს ქვეყანაში არასდროს მომხდარა. მესამე მსოფლიო!" - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.
მსგავსი
დღის გადაცემები