დღის სიახლეები
დონალდ ტრამპი - საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჯო ბაიდენი შობის სეზონს გააუქმებს
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჯო ბაიდენი შობის სეზონს გააუქმებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნევადას შტატში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ტრამპის თქმით, ბაიდენის მკაცრი პოლიტიკა ლას ვეგასში შუქებს ჩააქრობს და კარსონ სითი მოჩვენებების ქალაქს დაემსგავსება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები არის არჩევანი ტრამპის სწრაფ აღდგენასა და ბაიდენის დეპრესიას შორის, რადგან ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში გადასახადები ოთხჯერ გაიზრდება და მოსახლეობა 1929 წლის შემდეგ ყველაზე დიდ დეპრესიას იხილავს.
მსგავსი