თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიას იწყებს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იტყობინება.
ტრამპმა მხარდამჭერებს ნიუ-ჰემფშირში სიტყვით მიმართა და მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის მიმართ მისი კურსისთვის გააკრიტიკა.
ექსპერტების შეფასებით, ტრამპის ტონი საკმაოდ მკაცრი იყო.
ამასთან, როგორც CBS News-ი აღნიშნავს, ტრამპი ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების კრიტიკაზე, როგორიცაა ომი უკრაინაში, აშშ-ის ჯარების გაყვანა ავღანეთიდან და აშშ-მექსიკის არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ტრამპმა ნიუ-ჰემფშირში "რესპუბლიკური პარტიის" მხარდამჭერებს უთხრა, რომ იმაზე მეტად გაბრაზებული და მონდომებულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ტრამპი ამ ეტაპზე "რესპუბლიკური პარტიის" ოფიციალურად გამოცხადებული ერთადერთი კანდიდატია.