დღის სიახლეები
დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის დებატები პიროვნულ შეურაცხყოფაში გადაიზარდა
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების, დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის სატელევიოზიო დებატების შემდეგი რაუნდი შეცვლილი ფორმატით გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება სატელევიზიო დებატების ორგანიზატორებმა მიიღეს. მათი თქმით, დებატების პირველი რაუნდის დროს გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, კომისია შედეგებს შეისწავლის და მიღებულ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გაასაჯაროვებს. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის პირველი დებატები კლივლენდში, 29 სექტემბერს გაიმართა და პიროვნულ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ტრამპსა და ბაიდენს შორის მორიგი დებატები 15 ოქტომბერს შედგება.
მსგავსი
დღის გადაცემები