დღის სიახლეები
დონალდ ტრამპმა სასამართლო დარბაზი დატოვა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასამართლო დარბაზი დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ტრამპმა მანჰეტენის სასამართლო დარბაზში მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები მოისმინა. ყოფილმა პრეზიდენტმა ბრალდების 34 პუნქტზე თავი უდანაშაულოდ ცნო.
მომდევნო პროცესი 4 დეკემბერს არის ჩანიშნული.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინა ტრამპის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები გასაჯაროვდა.
პროკურატურის თქმით, ტრამპი უკანონო გეგმაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც მისი 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის საზიანო ინფორმაციის ჩახშობას ისახავდა მიზნად. ამის ნაწილია ზრდასრულთა ფილმების მსახიობ სტორმი დენიელსისთვის გადახდილი 130 ათასი დოლარი.
მსგავსი
დღის გადაცემები