აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სენატში იმპიჩმენტის პროცესისთვის ადვოკატების ახალი გუნდი წარადგინა. დონალდ ტრამპის ოფისის ინფორმაციით, იმპიჩმენტის პროცედურაზე, რომელიც სენატში 9 თებერვალს დაიწყება, ყოფილი პრეზიდენტის მთავარი დამცველები იურისტები დევიდ შოენი და ბრიუს კასტორი იქნებიან. აღნიშული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა რამდენიმე ადვოკატი საკუთარი იმპიჩმენტის საქმეს მოულოდნელად ჩამოაშორა.
დონალდ ტრამპს, რომელმაც თანამდებობა 20 იანვარს დატოვა, კაპიტოლიუმის შენობაში მხარდამჭერების შეჭრის წახალისებაში ადანაშაულებენ. ის პირველი პრეზიდენტი გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომლის იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატამ მხარი ორჯერ დაუჭირა. იმისთვის, რომ სენატმა ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადოს, კანონმდებლების მინიმუმ 2/3-ის თანხმობაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი 17 „რესპუბლიკელმა“ სენატორმაც უნდა დაუჭიროს.