აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ფინანსურ პაკეტს, რომელიც პანდემიისგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასა და ფედერალური მთავრობის დაფინანსებას ითვალისწინებს. 900 მილიარდი დოლარის მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტი რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ კონგრესის ორივე პალატამ გასულ კვირას დაამტკიცა. თავდაპირველად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა, რის მიზეზადაც პრეზიდენტმა გამოყოფილი თანხის სიმცირე დაასახელა. 900 მილიარდი დოლარიდან თითოეული ამერიკელისთვის, რომლის შემოსავალი წელიწადში 75 000 დოლარზე ნაკლებია, კომპენსაციის სახით თვეში 600 დოლარის გადახდაა გათვალისწინებული. აშშ-ის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ეს თანხა საკმარისი არაა და თითოეულმა ამერიკელმა 2000 დოლარი უნდა მიიღოს.კანონპროექტის ხელმოწერაზე უარის თქმით დახმარების გარეშე დარჩენა 14 მილიონამდე ამერიკელს ემუქრებოდა. ნაწილობრივი დახურვა ემუქრებოდა ფედერალურ მთავრობასაც, თუკი დონალდ ტრამპი დაფინანსების პაკეტს ხელს არ მოაწერდა.
დღის სიახლეები
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ფინანსურ პაკეტს, რომელიც პანდემიისგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას ითვალისწინებს [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები